Georgian Airways-ი თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის ფრენებს იწყებს

ტოლმაჩოვის აეროპორტის ვებგვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც Georgian Airways-ის თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის ფრენებს იწყებს.
აღნიშნულ ქალაქებს შორის ფრენების პროგრამა 28 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით იგეგმება, ხოლო რეისები კვირაში 2 სიხშირით: სამშაბათს და შაბათს განხორციელდება.
ფრენის ხანგრძლივობა 4 საათი 20 წუთია. ბილეთების რეალიზაცია ჯერ არ დაწყებულა.
avianews.ge