Georgian Airways-ი ვენის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით იფრენს

Georgian Airways-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს აახლებს.
კომპანიის ინფორმაციით, ვენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესრულდება კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს.
ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.