Georgian Airways-ი ბორტგამცილებლებს ეძებს – რა მოთხოვნები აქვს კომპანიას

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, მსურველებმა საკუთარი რეზიუმე 1-ელ თებერვლამდე უნდა გაგზავნონ.
„ძირითადი მოთხოვნა: ასაკი 18-25 წლამდე; სიმაღლე 160სმ-დან.
კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს გუნდში მარტივად ადაპტირება;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კონკურსის ეტაპები:
· განცხადებების გადარჩევა;
· გასაუბრება ბორტგამყოლთა სამსახურის უფროსთან;
· გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2024 წლის 1 თებერვლამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება“, – აცხადებენ Georgian Airways-ი.