Georgian Airways თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში ფრენებს 10 დეკემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მათი ცნობით, კომპანია სანქტ-პეტერბურგში ავიარეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას შეასრულებს.
“ძვირფასო მგზავრებო! გვინდა გაცნობოთ, რომ 10 დეკემბრიდან, გვემატება ახალი მიმართულება: თბილისი-სანქტ პეტერბურგი-თბილისი: ყოველ ოთხშაბათს და კვირას” – წერს ავიაკომპანია.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ
დაასანქცირა. საჰაერო კომპანია პირველი ქართული დასანქცირებული კომპანია გახდა.