George Grey Winery-ს ფერადი ღვინო – Shade ექსპორტზე უკრაინაში გავიდა

რებრენდინგის შემდეგ, George Grey Winery-ს ფერადი ღვინის Shade-ს პირველი საექსპორტო ქვეყანა ა.
ღვინის ადგილობრივმა მწარმოებელმა George Grey Winery-მ ფერადი ღვინის წარმოება რამდენიმე წლის წინ „კესანეს“ სახელით და ცისფერი ღვინით დაიწყო.
კომპანიის მიზანი მომხმარებლისთვის ყოველწლიურად ახალი სახეობის ფერადი ღვინის შეთავაზება იყო, რომელსაც კომპანიაში მკაცრად იცავენ. წელს George Grey Winery-ს ფერადმა ღვინოებმა რებრენდინგი განიცადა და ბაზარზე Shade-ს სახელითა და ახალი, იასამნისფერი ღვინით წარდგა.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ რებრენდინგის შემდეგ კომპანიამ ფერადი ღვინო მცირე მოცულობებით ექსპორტზე უკრაინაში გაიტანა.
„ჩვენ სხვადასხვა ფერის ღვინოს ვაწარმოებთ და ეს პროცესი არ შეწყდება. ყოველწიურად ბაზარს ამ ხაზით ახალი სახეობის ღვინოს შევთავაზებთ. წელს ეს დაპირება იასამნისფერი ღვინის წარმოებით შევასრულეთ, რომელიც ცისფერი და მწვანე ღვინისგან იმით განსხვავდება, რომ ის მშრალია“, – აღნიშნავს გიორგი რუხაძე და დასძენს, რომ მომავალ წელს ამ ბრენდის ღვინოების საექსპორტო ბაზრების ექსპანსიაზე მუშაობა გაგრძელდება.
დღეს Shade-ს ბრენდის ქვეშ George Grey Winery 15 000 ბოთლ ფერად ღვინოს აწარმოებს. თითოეული ბოთლი დანომრილია. ბოთლის გასაყიდი ფასი თაროზე კი 56 ლარია.