Geo Team: პაატა ღუდუშაურმა ბათუმის “დინამო” დატოვა

Geo Team-ის ინფორმაციით, 27 წლის შემტევმა პაატა ღუდუშაურმა ბათუმის “დინამო” დატოვა და კარიერას ისრაელის ჩემპიონატის ბინადარ “ბნეი სახნინში” გააგრძელებს.
ფეხბურთელმა გუშინ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “დეჩიჩის” წინააღმდეგ ითამაშა, რაც ბათუმელთა რიგებში ბოლო მატჩი აღმოჩნდა.
Geo Team წერს, რომ ღუდუშაური ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ხელშეკრულებას 1+1 სისტემით გააფორმებს.
მან “დინამოს” ფორმა ჯამში 72 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში