Geo Team: მამარდაშვილმა ვინისიუსს სანაძლეო მოუგო – ბრაზილიელმა ქართველი “გადააგდო” [VIDEO]

ლა ლიგის 30-ე ტურში “ვალენსიამ” “რეალი” მადრიდში 2:1 დაამარცხა. “ღამურების” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ვინისიუსის დარტყმული პენალტი მოიგერია, კიდევ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. Geo Team-ი იტყობინება, რომ ქართველმა ბრაზილიელს სანაძლეო მოუგო.
“რა კომუნიკაცია შედგა გიორგი მამარდაშვილს და ვინისიუს ჟუნიორს შორის? Geo Team-ის ინფორმაციით, პენალტის დარტყმამდე გიორგი მამარდაშვილმა ვინისიუსს სანაძლეო შესთავაზა, ვინც პენალტის შესრულების მომენტში გამარჯვებული იქნებოდა, წაგებულისგან 50 ევროს მიიღებდა. ვინისიუს ჟუნიორი გიორგი მამარდაშვილს წინადადებაზე დათანხმდა, თამაშის შემდეგ გადახდით, თუმცა ბრაზილიელმა ქართველ მეკარეს 50 ევრო არ
მისცა!”
“50 ევროზე დავენიძლავე, მაგრამ ჯერ არ მოუცია”, – თქვა “მამარდამ” El Chiringuito-სთან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში