Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშის “ნიდერჰაზაში” გააგრძელებს.
“Geo Team-ის ინფორმაციით, ნიკა კვეკვესკირი უნგრეთში 4 სექტემბერს ჩაფრინდება და ნირეგაზასთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
32 წლის ნახევარმცველის დამატება “დინამო თბილისს” და გორის “დილას” სურდათ. ორივე გუნდს ესაუბრა, თუმცა კვეკვესკირმა კარიერის უნგრეთის ჩემპიონატში გაგრძელება გადაწყვიტა”.
კვეკვესკირმა “ლეხი” ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. “ნიდერჰაზა” 6 ტურის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატზე 4 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 14 სექტემბერს თასზე, ბუდაპეშტში “ვაშაშთან” ჩაატარებს.