Geo Team: ზივზივაძე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ გაემგზავრება

Geo Team-ის ცნობით, “კარლსრუეს” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის “ჰაიდენჰაიმში” გადადის.
ზივზივაძე კონტრაქტის გასაფორმებლად ახალ კლუბში ხვალ გაემგზავრება. ეს გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
“ჰაიდენჰაიმი” კონფერენს ლიგაზე მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფში “კოპენჰაგენს” დაუპირისპირდება.
ზივზივაძის ანგარიშზე მეორე ბუნდესლიგის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია. ბუდუს “კარლსრუესთან” ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში