Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დანიის ჩემპიონატში გააგრძელებს

“შახტარის” განაპირა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 1-წლიანი იჯარით დანიურ “კოპენჰაგენს” შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, ასევე მოილაპარაკეს კლუბებმაც.
“კოპენჰაგენს” მოთამაშის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
შეგახსენებთ, ამავე გუნდის ღირსებას 2021/2024 წლებში დავით ხოჭოლავაც იცავდა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად დაასრულა.