Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

“ტორპედოს” ნახევარმცველი გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონ “ულსან ჰიუნდაიში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არაბიძემ კორეულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და სატრანსფერო ფასზე კლუბებმაც მოილაპარაკეს.
“26 წლის ნახევარმცველმა სუპერთასზე დინამოს წინააღმდეგ ტორპედოს მაისურით ბოლოჯერ ითამაშა. როგორც შევიტყვეთ, ტირანასთან მატჩის დაწყებამდე კლუბი სტადიონზე გიორგი არაბიძეს დაემშვიდობება. ამ მომენტში დარჩენილია ფეხბურთელის სავიზო დეტალები, შემდეგ სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება”, – წერს Geo Team-ი.
შეგახსენებთ, 2021/2023 წლებში “ულსან ჰიუნდაის” ღირსებას აქამდე ვაკო ყაზაიშვილიც იცავდა.
არ არის ეს ბიჭი პროფესიონალი რა ვერ შეგუეთ ამ აზრს. ლამაზი ფინტი და ლამაზი გოლი არ კმარა დღეს ფეხბურთის სათამაშოდ. ფულს მაინც ის. ტორპედო უფრო გუნდურად ათამაშდება ამის გარეშე.
წარმატებები არაბას უკეთესი გუნდიც შეიძლებოდა, რაც ეს არ იყო ბოლო 12 თამი ტორპედომ უფრო ინტენსიური და გუნდური თამაში დაიწყო და შედეგებზეც ჩანს ყველა თამაში მოიგეს ამიტომ ის დიდათ არ დააკლდება გუნდს. გულწრფელები ვიყოთ არაბა ტორპედოში შარშან უფრო შედეგიან და მაგარ ფეხბურთს თამაშობდა წელს კი სამწუხაროდ ხშირად იყო შემთხვევები მისი ხშირი დაკარგვებით გუნდს ბევრი კონტრ იერიში წამოუწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ