Geo Team: ბათუმის “დინამო” მამუჩაშვილმაც დატოვა

Geo Team-ის ინფორმაციით, ბათუმის “დინამოს” რიგები გუნდის კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ მამუჩაშვილმაც დატოვა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელს კონკრეტული წინადადება ახალი გუნდიდან არ აქვს, თუმცა რამდენიმე დღე დაისვენებს და სასურველ ვარიანტს დაელოდება.
მამუჩაშვილი “დინამოს” ფორმას 6 წლის განმავლობაში ირგებდა და ის გუნდს 2018 წელს “საბურთალოდან” შეუერთდა. 222 მატჩი, 52 გოლი, 25 საგოლე პასი – ეს მისი მონაგარია. შეხსენებისთვის, “დინამო” ახლახან პაატა ღუდუშაურმაც დატოვა, რომელიც კარიერას ისრაელის “ბნეი-სახნინში” გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში