GDI: მოვუწოდებთ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეცსაშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება არაპროპორციული ზომების გამოყენება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
ორგანიზაცია მოუწოდებს -ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მისცეს მათ შესაძლებლობა, ისარგებლონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით.
განცხადება სრულად:
“მედიასაშუალებების მიერ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს წარმომადგენლები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გავრცელებული ვიდეოებიდან ასევე აშკარაა ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედებები.