GCCA-მ „სოკართან“ პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის სასარგებლოდ, ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციის სექტორში, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, 30 კალენდარული დღით ადრე, მიაწოდოს ინფორმაცია „ენერჯი ბარათით“ გათვალისწინებული ფასდაკლებით სარგებლობის და ქულების დარიცხვის წესებისა და პირობების ცვლილების თაობაზე.
მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია დაგროვილი ქულების შესახებ და ლოიალობით გათვალისწინებული ბონუსის შესახებ.
მათივე ცნობით, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები