GCCA–მ ელექტრონული კომერციის ბაზარზე, ექსკლუზიური პირობების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

GCCA–მ ელექტრონული კომერციის ბაზარზე, ექსკლუზიური პირობების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) ელექტრონული კომერციის ბაზარზე, ექსკლუზიური პირობების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
„სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების მიმართულებით, ერთ-ერთ ელექტრონულ ვებ-პორტალზე დამატებითი ფასდაკლების განთავსების თაობაზე ინფორმაცია სააგენტოსთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების საფუძველზე გახდა ცნობილი, რამაც სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი წარმოშვა. შესაბამისად, GCCA-მ საკუთარი ინიციატივით, საქმის მოკვლევა დაიწყო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: 2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 3 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 7 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.