GCCA-ის წარმომადგენლებმა წალკაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლებმა წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარაკოვის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გამართეს.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ქართულ-სომხური სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც GCCA-ის წარმომადგენლებმა მათთვის ყველა მნიშვნელოვან და საჭირო შეკითხვას გასცეს პასუხი. შეხვედრის თემა მოიცავდა როგორც კონკურენციის პოლიტიკას, ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებს.
GCCA-ის ინიციატივით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ეთმობა – კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების და რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებას და მათ აქტიურ ჩართულობას. საგანმანათლებლო სექტორში, აღნიშნული მიმართულებით შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. GCCA-ის მიერ, მარტის თვეში, ასევე ჩანიშნულია შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
2025 წელს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა – ახალქალაქში დაინტერესებულ მხარეებთან, რუსთავის #18 სკოლის, თბილისის #98 და გარდაბნის #4 სკოლის მოსწავლეებთან.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში სამომხმარებლო უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს