GCCA-ის გადაწყვეტილებით, Bolt Taxi-ს მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდასტურდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „სმარტლის“(Bolt Taxi) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დაადასტურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, GCCA-ის შეფასებით, Bolt Taxi არის სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი პლატფორმა, ხოლო შპს „სმარტლი“ არის მოვაჭრე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე Bolt Operations OU-ს (ქ. ტალინი, ვანა ლოუნას 15, სარეგისტრაციო ნომერი 14532901) დავალებით მოქმედებს. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებელია შპს „სმარტლი“, რომელსაც, 1 თვის ვადაში, დაევალა თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 407 განაცხადი დაფიქსირდა. 84 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი, ხოლო 77 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 შეთანხმება გაფორმდა. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)