GCCA-იმ მომხმარებლის სასარგებლოდ „რონიკოსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „რონიკოსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაევალა.
„კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და სავაჭრო ობიექტებში განათავსოს;
უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება;
მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და ა.შ.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავა – მზად ვარ, ყველა მუხლი ჩემს თავზე ავიღო, თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, ოღონდ პროკურატურამ ლმობიერება გამოიჩინოს ამ საქმეში პატიოსანი ადამიანების მიმართ – გთხოვთ, მათთვის საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი