GB News: შობა გაუქმებულია? ლონდონში საშობაო ბაზრობის დახლების მფლობელებს უთხრეს, „არ გამოეყენებინათ სიტყვა შობა”

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონში, ღონისძიებაზე – „ზამთარი ერთად“ გამართული ბაზრობის დახლების მეპატრონეებს, მოუწოდებენ, არ თქვან სიტყვა „შობა”. ამის შესახებ GB News-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟშია საუბარი. როგორც ღონისძიებაზე მყოფმა წამყვანმა, ბენ ლეომ აღნიშნა, ის დააკვირდა, რომ ქვეყნის მთავარ რელიგიურ დღესასწაულზე შეინიშნება ისეთი მითითებების ნაკლებობა, როგორიცაა შობა, იესო ან სხვა მსგავსი.
კითხვაზე, იყვნენ თუ არა ისინი „საშობაო ბაზრობაზე“ – ბაზრობაზე მყოფი მოვაჭრებიდან ერთ-ერთმა მტკიცედ უპასუხა: „ზამთრის ბაზრობაა“. ხოლო, კითხვაზე, რა განსხვავებაა, მან უპასუხა: „ეს რაღაც კავშირშია რელიგიასთან, ვერ იტყვიან – სიტყვა „შობას“.
GB News -ის ცნობით, ერთი შეხედვით უწყინარი სადღესასწაულო ტრადიციებიც კი შეიძლება გახდეს დაძაბულობის მიზეზი, გავრცელებული ფრაზები და კომპლიმენტები, რომლებიც ოდესღაც მისაღები იყო, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ინგლისის ეკლესიამ ცოტა ხნის წინ სასულიერო პირებს მოუწოდა შეცვალონ პოპულარული საშობაო სიმღერები, რათა თავიდან აიცილონ სხვა სარწმუნოების შეურაცხყოფა, რაც პოლემიკის საგანი ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა