Galt & Taggart-მა 2026 წლის ეკონომიკური პროგნოზების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო ბანკი მომდევნო წელს ქვეყანაში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
ეს 2025 წლის 7.5%-იან ზრდასთან შედარებით 1,5 პროცენტული პუნქტით უფრო ნაკლებია, თუმცა ის მაინც უფრო მეტია ვიდრე მთავრობის მიერ 2026 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.
ფინანსური მიმართულებით კი Galt & Taggart-ი პროგნოზირებს, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამჟამად არსებული 8%-დან 7.5%-მდე შეამცირებს. Galt & Taggart-ი ასევე მოელის, რომ ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მეტწილად შეინარჩუნებს არსებულ კურსს და მცირედით გამყარდება კიდეც, ხოლო ინფლაცია კი 3%-მდე შემცირდება. Galt & Taggart-ი ასევე მოელის, რომ გაიზრდება ტურიზმის შემოსავლები, ფულადი გზავნილები, მშპ-სთან მიმართებით სახელმწიფო ვალის ოდენობა კი შემცირდება.
Galt & Taggart-ის 2025 და 2026 წლების ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზები ასეთია:
· რეალური მშპ-ის ზრდა – 7.5% 6.0%
· ნომინალური მშპ-ის ზრდა – 12.1% 9.4%
· საშუალო წლიური ინფლაცია – 3.9% 3.0%
· ლარი/$-ის საშუალო კურსი – 2.74 2.71
· ლარი/€-ის საშუალო კურსი – 3.09 3.13
· რეფინანსირების განაკვეთი – 8.0% 7.5%
· ტურიზმის შემოსავლები, მლრდ – $4.6 $4.9
· ფულადი გზავნილები, მლრდ – $3.6 $3.8
· მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, %-ად მშპ-თან – 5.0% 4.8%
· ფისკალური დეფიციტი, %-ად მშპ-თან – 2.5% 2.5%
· მთავრობის ვალი, %-ად მშპ-თან – 34.1% 33.5%




