ჩვენ 2025 წლის მშპ-ს ზრდის პროგნოზი წინა 6.8%-დან 7.5%-მდე გავზარდეთ, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვაში წერია.
მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, რაც წინა თვის ზრდის ტემპს შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში რეალური მშპ-ს ზრდამ წლიურად 8.8%-ს მიაღწია.
Galt & Taggart-ი აღნიშნავს, რომ მაისის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, წარმოების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მშენებლობის სექტორებში აქტივობით, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლება დაფიქსირდა.
