Galt & Taggart-მა ფულადი გზავნილების პროგნოზი $3.5 მლრდ-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა 2025 წლის ფულადი გზავნილების პროგნოზი დააკორექტირა და $3.5 მლრდ-მდე გაზარდა. წინა პროგნოზით ფულადი გზავნილების მოცულობა 3.4 მლრდ დოლარი იყო.
Galt & Taggart-ის თავდაპირველი პროგნოზით ქვეყანა მიმდინარე წელს 3.2 მლრდ დოლარის ფულად გზავნილებს მიიღებდა, თუმცა 19 მაისის კვირის მიმოხილვის განახლებაში, საინვესტიციო ბანკში ამ პროგნოზს გადახედეს და 3.4 მლრდ დოლარამდე გაზარდეს.
“სებ-ის მიხედვით, 2025 წლის ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად 12.2%-ით 315.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. (წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 11.6%-იანი ზრდის შემდეგ) ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა : ევროკავშირიდან +17.7%, (მთლიანის 46.1%), აშშ-დან +23.0%, (მთლიანის 18.6%), დან +23.1% (მთლიანის 7.6%), დან +82.3%, (მთლიანის 3%) და თურქეთიდან +13.2%, (მთლიანის 2.9%).
ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა დან (-15.9%, მთლიანის 13.0%) და ყაზახეთიდან (-36.9%, მთლიანის 2.2%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა”, – ნათქვამია მიმოხილვაში.