დრესაპ ჯგუფი სპორტულ ხაზს მნიშვნელოვნად აფართოებს და სპორტული სამოსის ინდუსტრიაში მასშტაბურ ნაბიჯს დგამს. East Point-ში სრულიად ახალი კონცეფციის მულტიბრენდული მაღაზია – Gallery Sport • გალერეა სპორტი გამოჩნდა. სივრცე, რომლის ინტერიერის დიზაინზე გამოცდილმა ბრიტანულმა კომპანიამ, Briggs Hillier-მა, ბრენდინგზე კი – ქართულმა სააგენტომ, Holy Motors-მა იმუშავა, 700 კვ.მ-ზე მეტ ფართობს იკავებს და წამყვანი საერთაშორისო ბრენდების კოლექციებს აერთიანებს. სიახლე Dressup-ისთვის სპორტული სტილის მიმართულების გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეთავაზებას მოიაზრებს.ერთის მხრივ ეს არის დრესაპისეული Gallery-ის ფორმატის კიდევ ერთი მიმართულება, Jeans Gallery-ის, Kid’s Gallery-ისა და მომხმარებლისთვის უახლოეს წარსულში წარდგენილი, კიდევ ერთი ახალი კონცეფციის მაღაზიის, Gallery Accent-ის შემდეგ. თითოეული გალერეა სხვადასხვა სტილსა და აუდიტორიას აერთიანებს, რაც Dressup-ის ხედვას უფრო მრავალფეროვანსა და მასშტაბურს ხდის.მეორე მხრივ, გალერეა სპორტი – როგორც სახელი გვეუბნება, სპორტული და ყოველდღიური ჩაცმულობის გამაერთიანებელი სივრცეა. აქ აქტიური ცხოვრებისა და ურბანული სტილი ერთ სივრცეში იყრის თავს და მომხმარებელს სახასიათო თუ რიტმული განწყობის შესაბამის არჩევანს სთავაზობს.„GALLERY SPORT ახალი დანიშნულების ადგილია. ის შექმნილია ყოველდღიურობისა და აქტიური ცხოვრების წესის გზაჯვარედინზე და ახალ, გააზრებულ მიდგომას გვთავაზობს. გლობალური ექსპერტიზისა და კომერციული ფოკუსის შემოტანით, მივიღეთ კონცეფცია, რომელიც დღევანდელი სპორტული სტილის მოყვარულებისთვის აქტუალურია.ჩვენ გვქონდა საოცარი პარტნიორობა დრესაპის გუნდთან, რათა სპორტული მოდა – გვექცია თავდაჯერებულობის ხმად თანამედროვეობაში, რომელიც მუდმივად მზადაა განსხვავებულობისთვის. ჩვენ შევქმენით GALLERY SPORT, რომელსაც შეუძლია მომხმარებლები აღაფრთოვანოს.“ – ედრიენ ბრიგსი, Briggs Hillier-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, რომელიც სამ ძირითად კატეგორიად იყოფა – სპორტული სტილის, სავარჯიშო და სალაშქრო კოლექციები. აღნიშნული მიმართულებები ერთდროულად ფარავს, როგორც პროფესიონალური აქტივობების, ისე ყოველდღიური კომფორტისა თუ ჩაცმულობის საჭიროებებს.Gallery Sport-ში შევხვდებით როგორც დრესაპის ტრადიციული ბრენდების სპორტულ ხაზებს, ასევე, ყველასათვის ცნობილი სპორტული ბრენდების კოლექციებს. დღესდღეობით მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდები სამ კატეგორიად იყოფა:
დრესაპის ბრენდების ექსკლუზიური, სპორტული კოლექციები: Lacoste, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess და სხვა.
ყველასათვის ნაცნობი სპორტული ბრენდების გამორჩეული კოლექციები: Adidas, Nike, Puma, Reebok, Vans და სხვა.
ახალი ბრენდები დრესაპის მაღაზიებში: Jack Wolfskin, FILA, Mammut, Merrell, Fjallraven, Salomon და სხვა.
„გალერეა სპორტი ახალი გამოცდილებაა, ბრენდი, რომელიც თანამედროვე მომხმარებელს ესაუბრება. ვიზუალური იდენტობის ამოცანად სწორედ ეს დავისახეთ – გადმოგვეცა სპორტული ენერგიის ხასიათი გალერეის კონტექსტში. ძალიან საინტერესო საერთაშორისო კოლაბორაცია გამოვიდა და ეს მხოლოდ დასაწყისია. გალერეა სპორტი არის პირველი მაღაზიების მრავალფეროვანი ოჯახიდან, რომლებსაც დიზაინის საერთო დინამიკური სისტემა აერთიანებთ – ყველა გალერეა უნიკალურია და ამავდროულად თანმიმდევრული.“ გიორგი ავალიანი, Holy Motors-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორიმაღაზიის კონცეფცია სხვადასხვა აუდიტორიაზეა გათვლილი – იქნება ეს აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები თუ მომხმარებლები, ვინც სპორტულ ელემენტებსა და პრემიუმ სტილს ოსტატურად უხამებს ერთმანეთს. განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც ეს სტილი ყველა სხვა დანარჩენს აღემატება. ასეთი კი ბევრია, რადგან უკანასკნელ წლებში სპორტული სტილი ყოველდღიურობის თუ მოდის ერთ-ერთ უმთავრეს ტრენდად იქცა. სწორედ ამიტომ, Gallery Sport ცდილობს მსგავსი ესთეტიკა ყოველდღიური სტილის ბუნებრივ ნაწილად აქციოს.„Gallery Sport ჩვენი განვითარების ახალი ეტაპია. მოხარულები ვართ, რომ Dressup-ის ხედვა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. ეს სივრცე შევქმენით მათთვის, ვისთვისაც სპორტული ცხოვრება მხოლოდ ვარჯიში კი არა, ყოველდღიური არჩევანი და თვითგამოხატვის საშუალებაა.“ – ნანუკა ჭანტურია, Dressup-ის რითეილ (საცალო ვაჭრობის) დეპ.-ის ხელმძღვანელი. როგორც აღვნიშნეთ, მაღაზიის ვიზუალურ ნაწილზე ბრიტანულმა სააგენტომ Briggs Hillier-მა იმუშავა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საცალო სივრცეების დიზაინის შექმნითაა ცნობილი და მათ პორტფოლიოში ისეთ მაღაზიებს შევხვდებით როგორებიცაა: Adidas, Crocs, JD Sports და Lane7. ბრენდინგზე კი ქართულმა კრეატიულმა სააგენტომ, Holy Motors-მა იმუშავა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება და არაერთი გამორჩეული ვიზუალური იდენტობის შექმნა მიეწერება.ისთ ფოინთთან სტრატეგიული შეთანხმების საფუძველზე ახალი სივრცეში დრესაპის არაერთ მაღაზიას შეხვდები. აღნიშნული ტერიტორია თანამედროვე არქიტექტურით, შუშის გუმბათითა და ბუნებრივი გამწვანებითაა გამორჩეული, რაც გარემოს განსაკუთრებულად მყუდროსა და ესთეტიკურს ხდის. ფლიგელი აერთიანებს ახალ ბრენდებს, მრავალფეროვან კვების ობიექტებს, ქმნის დინამიურ გარემოს და ადგილზე მისულ სტუმრებს განსხვავებულ შოპინგ გამოცდილებას სთავაზობს. დამატებითი კომფორტისთვის, ადგილზე მოქნილი საპარკინგე სივრცეცაა მოწყობილი.ეწვიე Gallery Sport-ს ისთ ფოინთში და გამოცადე მოძრაობის, კომფორტისა და თანამედროვე სტილის სინთეზი. ეს არის ადგილი, სადაც სპორტული ენერგია და თანამედროვე ურბანული სტილი ერთ გამოცდილებად ერთიანდება.

