G7-ის ქვეყნებმა უკრაინის დასაფინანსებლად, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას მხარი დაუჭირეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უკრაინის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას, კერძოდ კი ამ აქტივებიდან შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის იდეას მხარი დაუჭირეს. ს აქტივები G7-ის ქვეყნებში გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს, სესხის მიზანი კი 2024 წლის შემდეგ სთვის ფინანსური დახმარების გაწევაა. აღნიშნული გადაწყვეტილება “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა 24 და 25 მაისს იტალიაში შეხვედრისას მიიღეს.
ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა გუშინ, 24 მაისს დაიწყო. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების ვარიანტები. ამ ვარიანტებს “დიდი შვიდეულის” ლიდერები იტალიის რეგიონში, პულიაში 13-დან 15 ივნისის ჩათვლით გამართულ სამიტზე განიხილავენ.
ამ სქემამ ს სამ მილიარდ ევრომდე უნდა მოუტანოს.
კრემლმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ექსპროპრიაცია უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ