დიდი შვიდეულის (G7) სახელმწიფოები ისრაელთან მუშაობენ, რათა ჰამასთან ომის “სწრაფი” დასრულება უზრუნველყონ და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი შეამცირონ. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაინიმ ისაუბრა.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაიანის ჰქონდა სატელეფონო ზარები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონთან და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კეტრინ კოლონასთან. მათ ტაინიმ “ისრაელზე ერთიანი ზეწოლის ფორმა” შესთავაზა.
“დიდი შვიდეულის ქვეყნები მუშაობენ ისრაელის მთავრობასთან, რათა იპოვონ სწრაფი გამოსავალი სამხედრო ფაზიდან”, – ამბობს ტაინი.