G7-ის ლიდერთა სამიტზე ვერ მიიღეს ერთობლივი განცხადება უკრაინის შესახებ – მედია

სააგენტო Reuters-ი და ტელეკომპანია CBC სამიტის მასპინძელი კანადის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მიზეზი -ის პოზიცია იყო.
კერძოდ, აშშ-ს არ სურდა განცხადებაში ყოფილიყო ს შესახებ ზოგიერთი მწვავე შეფასება იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს ში ომის დასასრულებლად.
G7-ის წევრი სახელმწიფოები არიან გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა და იაპონია. სამიტში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ლიდერებიც
„დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ც, რომელმაც გაერთიანების ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.
წინასწარი ინფორმაციით, კანადაში 17 ივნისს უნდა გამართულიყო ზელენსკის და ტრამპის შეხვედრაც, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა კანადა სამიტის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 16 ივნისს დატოვა. თეთრ სახლში მიზეზად დაასახელეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება.
17 ივნისს G7-ის სამიტის მონაწილეებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ იგნორირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა დიპლომატიური წინადადება და დღეს დიპლომატია კრიზისის მდგომარეობაშია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი განაგრძობს ტერორისტულ თავდასხმებს და ფრონტის ხაზზე შეტევას და პასუხად არანაირ ახალ შედეგებს არ იღებს.
ზელენსკიმ ილაპარაკა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე და ლიდერებს მოუწოდა, აშშ-თან თანამრომლობისკენ, რათა რუსული ნავთობის ფასის მკაცრ შეზღუდვას მიაღწიონ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატია აშშ-ის და პრეზიდენტ ტრამპის წინადადება იყო, მაგრამ რუსეთი ყველა ძალისხმევას ბლოკავს, ამიტომ უნდა განაგრძონ მოწოდებები პრეზიდენტ ტრამპისადმი, რომ მან რეალური გავლენა გამოიყენოს და პუტინს ომის დასრულება აიძულოს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც კანადაში, G7-ის სამიტში მონაწილეობდა, პარტნიორებს მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ, რათა უკრაინაში ომის დასრულება აიძულონ.
ფონ დერ ლაიენის თანახმად, მოქმედ სანქციებს უკვე აქვს შედეგი, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნავთობიდან და გაზიდან რუსეთის შემოსავალი თითქმის 80%-ით შემცირდა, შემდგომი პროგრესისთვის კი 60-დან 45 დოლარამდე უნდა შემცირდეს ბარელი რუსული ნავთობის შესაძენი ფასის ზედა ზღვარი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც, მაგალითად, ჩინეთი და ინდოეთია.
60-დოლარიანი ზედა ზღვარი G7-ის სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ 2022 წელს დააწესეს და მათ, ვინც რუსულ ნავთობს უფრო ძვირად შეიძენს, სანქციები ემუქრებათ.
ზედა ზღვრის შემცირებას ეწინააღმდეგება აშშ, რომელიც შიშობს, რომ ეს ნაბიჯი ნავთობის მსოფლიო ფასებს გაზრდის.
ფორუმი