G7-ის თავდაცვის მინისტრები: ვემხრობით უკრაინის შეუქცევად გზას NATO-სკენ

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თქმით, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის “შეუქცევად გზას”, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, მხარს უჭერენ.

ამის შესახებ იტალიაში, ნეაპოლში მათი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

“ხაზს ვუსვამთ ჩვენს განზრახვას, რომ მოკლე და გრძელ ვადაში ს დახმარება, მათ შორის სამხედრო დახმარება, მივაწოდოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის შეუქცევად გზაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის NATO-ში გაწევრიანებისკენ”. – წერია განცხადებაში.

G7-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები EU-სა და NATO-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და წერენ, რომ უკრაინული ძალების წვრთნებისა და განათლების შესახებ ევროკავშირისა და NATO-ს პროგრამების მხარს უჭერენ

“მიგვაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განათლებისა და წვრთნების საჭიროებების დახმარება მოკლე და გრძელ ვადაში”. – წერია განცხადებაში.

G7-ის ქვეყნების მინისტრები ასევე ადასტურებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის “ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გამძლე მშვიდობით” დასრულება სურთ, რომლის ფარგლებშიც უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დაცული იქნება.

დიდი შვიდეულის წევრები არიან: , კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია და იტალია.

წლევანდელი შეხვედრა იტალიაში გაიმართა და მას G7-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გარდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზფებ ბორელი , NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე, და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ