G7-ის ელჩებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის გახშირების გამო

„დიდი შვიდეულის“ – G7-ის – ელჩებმა გამართეს სასწრაფო შეხვედრა, რომელზეც მიწვეული იყო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, სვეტლანა ჰრინჩუკი.
შეხვედრაზე განიხილეს დახმარების შესაძლებლობა უკრაინის ენერგეტიკის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ს არმიის თავდასხმების შემდეგ.
ჰრინჩუკის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაფტოგაზ უკრაინის“, „უკრენერგოს“ და ენერგოატომის“ წარმომადგენლები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ პარტნიორებს მოუწოდა გადაჭრით უპასუხონ მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა 10 ოქტომბრის ღამით.
ევროკავშირის ელჩმა ში კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმები ომის დანაშაულებს წარმოადგენს, რომლის პატიება არ შეიძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

გენო ოსიყმაშვილი: ქეთას ერთხელაც არ შეშლია არც კოლეგიალობა, არც მეგობრობა და, რაც ყველაზე მთავარია – მოქალაქეობრიობა. როგორ შეიძლება ქვეყნისთვის უკეთესი იყოს ასეთი ადამიანის ციხეში ყოფნა?