G7-ის დიპლომატებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც მინისტრები დაამტკიცებენ

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების დიპლომატებმა 14 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს ერთობლივი განცხადების ტექსტის გარშემო, რომლის მიზანია ერთიანობის ჩვენება მას შემდეგ, რაც -ის მოკავშირეებსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის რამდენიმე კვირა უკვე დაძაბულობაა დასავლეთში ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და სთან დაკავშირებული პოლიტიკაში შემოტრიალების გამო, განაცხადა G7-ის სამმა ოფიციალურმა პირმა.

დიპლომატების თქმით, განცხადება, რომელიც მოიცავს გლობალურ გეოპოლიტიკურ საკითხებს, კვლავ საჭიროებს მინისტრების დამტკიცებას, სანამ ისინი 14 მარტს მოლაპარაკებებს დაასრულებენ.

G7-ის მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან და აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან, შეიკრიბნენ კანადაში, ლა- მალბეში, კვებეკის მთებში მდებარე პატარა ტურისტულ ქალაქში. შეხვედრები 13 და 14 მარტისთვის იყო დაგეგმილი.

ამ ეტაპზე G7-ს კანადა თავმჯდომარეობს. ამ სტატუსით პირველი შეხვედრის წინ, საბოლოო შეთანხმებულ განცხადებაზე მუშაობა რთული აღმოჩნდა, ვინაიდან დავა იყო უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის შესახებ ფრაზების გარშემო და ვაშინგტონის სურვილთან დაკავშირებით, რომ ჩინეთზე უფრო მკაცრი ფორმულირება გამოეყენებინათ.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება