„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, კანადის წინადადებით, რომელიც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა, 1 ოქტომბერს ონლაინ შეხვედრას გამართავენ, სადაც, კერძოდ, უკრაინის დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს განიხილავენ, – წერს Corriere della Sera.
მანამდე, ეკონომიკური და ფინანსური საკითხების ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა, დანიაში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები კონსტრუქციულად მუშაობენ უკრაინის საჭიროებებისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეაზე.
მედიასაშუალებებმა აღნიშნეს, რომ ევროპა სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას სურს აქტივების წინადადების წერილობითი ვერსიის ნახვა, სანამ გადაწყვეტს, მზად არის თუ არა მხარი დაუჭიროს მას.
„და მე ამ მდგომარეობაში მარტო არ ვარ“, – ხაზგასმით აღნიშნა ლაგარდმა. ევროპის ცენტრალური ბანკი შიშობს, რომ ევროპის მიერ რუსული აქტივების გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ევროსა და ევროკავშირის ფინანსურ სტაბილურობაზე.
