G-Star RAW – კიდევ ერთი ახალი ბრენდი დრესაპ ჯგუფისგან

დრესაპ ჯგუფისთვის 2024 წელი კიდევ ერთი დიდი სიახლით გრძელდება. მის პორტფელში, ჯგუფმა, დღესდღეობით ყველაზე აქტუალური ნიდერლანდური ბრენდი, G-Star RAW წარადგინა. ბათუმში, Grand Mall-ში, 23 თებერვლიდან შესაძლებლობა გექნებათ ტანსაცმლის, ფეხსაცმელისა და აქსესუარების, ყველაზე მეტად კი ჯინსების კოლექციებს გაეცნოთ, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალასთან ერთად, ამ ლურჯი მატერიისადმი უდიდესი სულისკვეთებითაა შექმნილი.
G-Star RAW-ის მაღაზიაში თქვენთვის კარგად ნაცნობ, „დრესაპის“ შეთავაზებებს და სერვისს შეხვდებით. ასეთია „გადააბი” – მზარდი ფასდაკლების მისაღებად ჯგუფის მაღაზიებში, ლოიალობის ბარათი – ექსკლუზიური ფასდაკლებებისა და ქულების დაგროვებისთვის და სხვა მრავალი სეზონური ფასდაკლება.
რაც შეეხება ბრენდის ისტორიას – G-Star RAW, როგორც აღვნიშნეთ, ნიდერლანდური ბრენდია, რომელმაც 35 წლიანი ისტორიის განმავლობაში მოახერხა და მჭიდროდ გაიდგა ფესვები თანამედროვე მოდაში. საინტერესოა, რომ მის მთავარ იდენტობას ჯინსები წარმოადგენს, უფრო მეტიც – ჯინსები მათ სისხლშია. აღნიშნული ფილოსოფია და მისი ერთგულება G-Star RAW-ს უკვე ე.წ. სტილის პიონერადაც კი აყალიბებს, მათთვის ხომ მცირე დეტალებზე ორიენტირება, დიზაინერთა ოსტატობა, ინოვაციები და ინდუსტრიის მომავალზე ზრუნვა დღის მთავარ წესრიგს წარმოადგენს. გაეცანით უახლეს კოლექციებს და გახსოვდეთ – G-Star RAW მომავლის ხმაა!
როგორც იცით, დრესაპ ჯგუფი უკვე მრავალი წელია, რაც მრავალი ისეთი საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, როგორებიც: Levi’s, Lacoste, Guess, Gant, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Mavi, Jack & Jones, Greyder, Etam, Samsonite და სხვანი არიან.
კომპანიას წელს უკვე შემოუერთდა დანიური სპორტული და ყოველდღიური ბრენდი – Hummel. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო Etam-ის კიდევ ერთი ფილიალის გახსნა სითი მოლში. აღნიშნულ ჩამონათვალს კი ამიერიდან ზემოთაღნიშნული G-Star RAW-ც შეემატა.
ჯგუფის წარმომადგენლები 2024 წელსაც მრავალ გამორჩეულ სიახლეს ჰპირდებიან მომხმარებელს.