Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა

ესპანურმა Fútbol Fantasy-მ „ვილიარეალის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შესახებ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა:
„ლიონისგან“ 30 მილიონ ევროდ შეძინილი მიქაუტაძის სტარტმა, რომლის ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულია, მოლოდინი ვერ გაამართლა. „მეტროპოლიტანოზე“ „ატლეტიკოსთან“ 78 წუთი ითამაშა, ინგლისში „ტოტენჰემთან“ მთელი 90 წუთი, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა ჯერ ვერც კარისკენ და ვერც კარში ბურთის დარტყმა ვერ მოახერხა.
მისი ადაპტაცია მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს და მარსელინიო გარსია ტორალის გუნდს შეტევაში ძალა არ ჰყოფნის. ეტ ეუინგის წასვლის შემდეგ ვერ ქმნიან აშკარა საგოლე მომენტებს და საიმედო მოიერიშეთა არყოფნის პირობებში მიქაუტაძის შედეგიანობის იმედზე არიან. თუმცა, ფორვარდმა მიუხედავად საფრანგეთში გამორჩეული მიღწევებისა და საქართველოს ნაკრებში გადამწყვეტი როლისა (20 გოლი 37 მატჩში), ჯერ თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა.
ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოთხოვნები ქართველს აკლიმატიზაციის დაჩქარებას აიძულებს. „ვილიარეალისთვის“ აუცილებელია მრავალმილიონიანი ინვესტიცია რაც შეიძლება მალე აისახოს შემტევ ფეხბურთსა და გოლებში. მოცემულ მომენტში ციფრები ცხადია – 168 წუთი და 0 დარტყმა“.
მარსელინიომ „ტოტენჰემთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯს მასპინძელთა ფეხბურთელებისთვის ორი წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, განსაკუთრებით აშკარა კი ეს მეორე ეპიზოდისას იყო, როდესაც მიკი ვე დე ვენმა მიქაუტაძე საჯარიმოს ხაზის წინ წააქცია.
თავად გიორგი შედეგით იმედგაცრებული დარჩა, მაგრამ შეცდომების გამოსწორების და უკეთესი მომავლის იმედი აქვს.
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
დიდი თავგადასავალი იწყება – მიქაუტაძე “ატლეტიკოსთან” სასტარტოშია
მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში და “ვილიარეალის” მარცხი “ატლეტიკოსთან”
[VIDEO] “თავი გავწირე კლუბისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს” – მიქაუტაძემ “ლიონიდან” წასვლის მიზეზზე ისაუბრა