ცოტა დაიბენით, არა? FunKey ის არის, რაც ბეჭდვის პროცესს საინტერესო გამოცდილებად აქცევს. ამას კი საკმაოდ მარტივად, კლავიატურისა და მაუსის კლიკის ხმების გამეორებით ახერხებს — Digital Hole-ის მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს ჩვენი ფოკუსირების უნარი ციფრული რუტინული სამუშაოების შესრულების დროს, იქნება ეს წერა, დიზაინის შექმნა თუ კოდირება.
თუმცა ექსკლუზიურად Mac-ისთვისაა შექმნილი, მთავარია macOS 13.0 ან უფრო ახალი ვერსია გქონდეთ. მეტიც, კომპანია გვარწმუნებს, რომ ჩვენი კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების საკითხები დაცული იქნება. ფასი კი სულ რაღაც 1.99 დოლარია, რომლის გადახდის შემდგომაც, FunKey ოჯახის წევრებიდან 6 ადამიანს შეგიძლიათ, გაუზიაროთ…