გაკოტრებული კრიპტო ბირჟა FTX-ის ყოფილი ტოპ მენეჯერების ჯგუფმა, მათ შორის მთავარმა მოწმე კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, სემ ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ, ახალი კრიპტოვალუტის პლატფორმა შექმნა. დამფუძნებლების თქმით, ახალი ბირჟა წინა დამსაქმებლის შეცდომების გათვალისწინებით იმუშავებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
WSJ-ის ცნობით, გასულ თვეში, დუბაიში დაფუძნებულმა სტარტაპმა Trek Labs-მა, რომელსაც FTX-ის ყოფილი გენერალური მრჩეველი კან სან სანი ხელმძღვანელობს, მუშაობის ლიცენზია მიიღო UAE კრიპტო მარეგულირებლისგან. FTX-ის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, არმანი ფერანტე Trek-ის საკუთრებაში არსებული ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორია. ფერანტეს მეუღლეც, რომელიც სანის მოადგილე იყო FTX-ში, Trek-ის მმართველ გუნდშია.
სანმა და ფერამტემ განაცხადეს, რომ Backpack Exchange გამოიყენებს Backpack ტექნოლოგიას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეინახონ სახსრები თავიანთ კრიპტოსაფულეში. თავად კრიპტო ბირჟა ვერ შეძლებს ამ საფულეებზე წვდომას კლიენტის ნებართვის გარეშე და ნებისმიერი ტრანზაქცია რამდენიმე მხარის თანხმობას მოითხოვს.