FT: სერბეთი ჭურვებს აწვდის უკრაინის მოკავშირეებს, პრეზიდენტ ვუჩიჩს არ აინტერესებს, შემდეგ რა ბედი ეწევა მათ

როგორც Financial Times-ი წერს, 2022 წელს სერბეთმა დასავლეთის ქვეყნებში 800 მილიონი ევროს ღირებულების საარტილერიო ჭურვების ექსპორტი აწარმოვა და ის ნელ-ნელა ზრდის მიწოდებას.
სერბეთმა სიტყვიერად დაგმო ში ს შეჭრა, მაგრამ უარი თქვა შეერთებოდა სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა დაუწესა მოსკოვს. სერბი პოლიტიკოსების გამონათქვამებს ხშირად აფასებენ ხოლმე პრორუსულად. გარდა ამისა, სერბეთის საზოგადოებაში ბევრნი სიმპათიით უყურებენ რუსეთს, დასავლეთის მიმართ კი უნდობლად არიან გაწყობილი.
სერბეთი პირდაპირ არავითარ შეიარაღებას არ გზავნის არც რუსეთში და არც უკრაინაში. მაგრამ, გამოცემის თანახმად, ის აგზავნიდა და აგზავნის ჭურვებს დასავლეთის ქვეყნებში, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას და არ მალავენ, რომ მზად არიან, მესამე ქვეყნებში შეისყიდონ სთვის საჭირო საბრძოლო მასალა.
Financial Times-ს მოჰყავს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის სიტყვები იმის თაობაზე, რომ 800 მილიონი ევროს თაობაზე ვარაუდი მთლიანობაში ახლოსაა სინამდვილესთან. მან დააზუსტა, რომ ამ მოცულობის ექსპორტი განხორციელდა არა ერთ წელში, არამედ „შეიძლება ორ ან სამ წელში“.
„ეს ჩვენი ეკონომიკური გამოცოცხლების ნაწილია და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დიახ, ჩვენ საბრძოლო მასალის ექსპორტს ვეწევით. არ შეგვიძლია ექსპორტი უკრაინაში ან რუსეთში…, მაგრამ ბევრი კონტაქტი გვაქვს ამერიკელებთან, ესპანელებთან, ჩეხებთან და სხვებთან. საბოლოოდ რას უშვრებიან ამას, ეს მათი საქმეა,“ მოჰყავს ვუჩიჩის სიტყვები ბრიტანულ გამოცემას.
Financial Times-ი იმოწმებს ასევე ანონიმ დასასვლელ დიპლომატს იმის შესახებ, რომ დასავლეთი თავიდანვე ცდილობდა, არ დაეშვა სერბეთისა და რუსეთის დაახლოება და, მისი თქმით, საკვანძო როლი ამაში ითამაშა -ის ელჩმა კრისტოფერ ჰილმა, რომელიც ბელგრადში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ერთ თვეში.
„ყველა მოელოდა, რომ [ჰილი] ვუჩიჩს კრიტიკას დაუწყებდა, მაგრამ მისი ერთადერთი მიზანი იყო, ბელგრადი მოსკოვისგან დაეშორებინა. მან წარმატებას მიაღწია. ვუჩიჩი უკვე რამდენიმე წელია, არ შეხვედრია პუტინს და არც კი დაურეკავს მისთვის. და, ცხადია, არის იარაღის ექსპორტიც, რაც უკრაინაში აღწევს,“ მოჰყავს გამოცემას თავისი წყაროს სიტყვები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”