FT: რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად გაეროს სანქციებისა

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი გაეროს სანქციებისა. სანქციები 2017 წელს დაწესდა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის თანახმად, ნავთობის მიწოდება დაიწყო 7 მარტს. ეს ჩრდილოეთ კორეაში განხორციელებული პირველი დადასტურებული ექსპორტია გაეროს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ. სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ ს შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პორტ ვოსტოჩნიდან ნავთობპროდუქტებით დატვირთული მინიმუმ ხუთი ჩრდილოკორეული ტანკერი გავიდა. ამის შემდეგ ორი გემი გაემართა პორტ ჩხონჯინში, სადაც, როგორც ჩანს, ნავთობი გადმოტვირთეს, წერს ბრიტანული გამოცემა.
ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) სამეცნიერო თანამშრომლის, ჯოზეფ ბირნის თქმით, ამ ხომალდებიდან ზოგიერთი გაეროს სიაშია შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უცხოურ პორტებში ყოფნაც კი აკრძალული აქვთ.
„ნავთობის ეს მიწოდება სრულმასშტაბიანი თავდასხმაა სანქციების რეჟიმზე, რომელიც ახლა კრახის პირასაა“, – განაცხადა ჰიუ გრიფიტსმა, ყოფილმა კოორდინატორმა გაეროს ჯგუფისა, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვას აკონტროლებს.
როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, შარშან აგვისტოში ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყო რუსეთისთვის ამუნიციის მიწოდება, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. RUSI-ის მონაცემებით, პორტი ვოსტოჩნი ასევე სატრანზიტო პორტად გამოიყენება გემების მიერ, რომლებიც იარაღის მიწოდებაში მონაწილეობდნენ.
„ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის მკაფიო ბარტერული შეთანხმება ‘იარაღი ნავთობის სანაცვლოდ’, რაც ღიად არღვევს სანქციებს, რომლებსაც ვლადიმირ პუტინმა პირადად მოაწერა ხელი“, – განაცხადა ჰიუ გრიფიტსმა.
როგორც გაზეთი წერს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი თქვა კომენტარზე.
თებერვალში გაზეთი The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ამუნიციის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას უფლება მისცა, წვდომა მიეღო მსოფლიო საფინანსო სისტემაზე, ასევე ბლოკადა მოხსნა ჩრდილოკორეული აქტივების ნაწილს, რომლებიც გაეროს სანქციების ქვეშ მოყვა. გარდა ამისა, წყაროების თანახმად, მოსკოვმა ფხენიანს უფლება მისცა, ანგარიში გაეხსნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში.
2023 წელს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მ, განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს იარაღის ნაწილი მიაწოდა. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, ჩანს ამუნიცია ჩრდილოეთ კორეის საცავიდან. შეიარაღება დატვირთეს გემზე, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა და გაგზავნეს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე მდებარე საცავში.
გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა რუსეთს ბრალი დასდო ფხენიანთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე ემბარგოს დარღვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ