FT: მოსკოვის მემორანდუმის შემდეგ -მა ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა გააუქმა

ვაშინგტონმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ამერიკულ მხარეს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც „ადასტურებდა თავის მკაცრ მოთხოვნებს უკრაინის მიმართ “, – იტყობინება Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.

FT-ის ცნობით, ს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ მემორანდუმში შედიოდა კონფლიქტის „ძირეული მიზეზების“ აღმოფხვრის მოთხოვნები. მოსკოვი მოითხოვდა ტერიტორიულ დათმობებს სგან, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და გარანტიებს, რომ ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდებოდა. რუსეთი ასევე მოითხოვდა კონტროლს მთელ დონბასზე.

მემორანდუმის გადაცემის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოლაპარაკებების შემდეგ, რუბიომ ტრამპს აცნობა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას არ ავლენდა. გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პოზიციით „არ იყო აღფრთოვანებული“.

ტრამპმა 22 ოქტომბრის შეხვედრის გაუქმების შესახებ განაცხადა: „უბრალოდ მომეჩვენა, რომ ეს არ იყო სწორი. ჩავთვალე, რომ ვერ მივიდოდით იქამდე, სადაც უნდა მივსულიყავით. ამიტომ გავაუქმე. თუმცა, მომავალში გავაკეთებთ“, – თქვა ტრამპმა.

გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისას, პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპი „სავარაუდოდ, შეხვედრის გადადებაზე საუბრობდა“. „დიალოგი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი დაპირისპირება, დავა ან მითუმეტეს, ომი“, – ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ფორუმი