FT-ის სტატია არასწორად ასახავს ნიდერლანდების პოზიციას — საელჩო

საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ოთხი ქვეყანა, ნიდერლანდების ჩათვლით, რუსული კანონის მიღების გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვს. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები ამისგან ცალკე განიხილავენ საქართველოს მთავრობისთვის „სხვაგვარი ზომების გატარებას“.
Financial Times აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აფრთხილებდნენ საქართველოს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება გაწევრიანების პროცესში და შიდა პრობლემებთან ერთად ქვეყანა უფრო ღრმად ეფლობა ს ორბიტაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს