FT: თურქეთიდან რუსეთში სამხედრო მიზნებისთვის საჭირო საქონლის ექსპორტი მკვეთრად იზრდება

თურქეთიდან რუსეთში მოსკოვის საბრძოლო მანქანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქონლის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 2023 წლის პირველ 9 თვეში თურქეთიდან -ს მიერ “მაღალი პრიორიტეტის” სიაში შემავალი 45 ტიპის “სენსიტიური” საქონლის რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ექსპორტი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და $158 მილიონი შეადგინა. აშშ-ს “მაღალი პრიორიტეტის” ნივთების სიაში ის საქონელი შედის, რომელიც შესაძლოა არალეგალური გზით რუსეთში მოხვდეს.
Financial Times-ი აღნიშნავს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის გაზრდილი ვაჭრობა აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეშფოთებას იწვევს, რადგან ანკარა დასავლეთში წარმოებული საქონლის რუსეთში მოსახვედრად ერთგვარ გამტარად იქცა.
ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის მზარდმა ვაჭრობამ და რუსეთში თურქეთიდან 45 სახეობის “სენსიტიური” სამოქალაქო მასალის იმპორტმა ძირი გამოუთხარა აშშ-სა და ევროკავშირის მცდელობებს, შეეზღუდათ ს უნარი, აღჭურვოს თავისი შეიარაღებული ძალები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონისთვის ამ ვაჭრობის შეკავება ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, რისი დამადასტურებელიც მიმდინარე კვირაში ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში აშშ-ს სახაზინო მდივნის მოადგილის, ბრაიან ნელსონის სტამბულსა და ანკარაში დაგეგმილი ვიზიტებია. შეხვედრების დროს დაგეგმილია იმ “სავაჭრო და ფინანსური აქტივობების თავიდან აცილების, შეფერხებისა და გამოძიების მცდელობების” განხილვა, რომლებსაც “უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ძალისხმევისთვის სარგებელი მოაქვს”.
სავაჭრო დაძაბულობა დროში ემთხვევა თურქეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებს. ანკარას მილიარდობით დოლარის ღირებულების ამერიკული F-16 გამანადგურებლების შეძენა სურს, აშშ და ევროპა კი ცდილობენ თურქეთი დაარწმუნონ, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინოს.