FT – ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას ივლისში გადასაცეს

ევროკავშირი, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესუსტების ფონზე, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან 2-3 მილიარდი ევროს კიევში გადარიცხვას ივლისში აპირებს, – ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების კონფისკაცია მოამზადა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის მოგების კონფისკაცია მოხდება. პირველი ტრანში კიევში ივლისში გაიგზავნება, თუ ევროკავშირის ყველა ქვეყანა მხარს დაუჭერს ამ წინადადებას.
ევროკომისიის წინადადების პროექტის მიხედვით, რომლის შინაარსიც Financial Times-თვის გახდა ცნობილი, ბრიუსელს ბელგიის Euroclear-ში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული წმინდა მოგების 97%-ის გამოყენებისა და მათი ევროკავშირის ბიუჯეტში გადატანის იმედი აქვს. შემდეგ თანხის გადახდა კვარტალურად ან წელიწადში ორჯერ მოხდება, და, შესაძლოა, სხვადასხვა შეთანხმების შესაბამისად უკრაინის ინტერესებისთვის გამოიყენონ.
ცნობისათვის, 2022 წლის თებერვლიდან, ში ს შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან, დღემდე Euroclear-მა, დაახლოებით, 190 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები