FT: ბრინკი უკრაინაში ელჩის თანამდებობას ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო ტოვებს

აშშ-ის ელჩმა ში ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობის დატოვება პრეზიდენტ ს ადმინისტრაციასთან მზარდი პოლიტიკური უთანხმოების გამო გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს გამოცემა Financial Times-ი.
ცნობა, რომ ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ტოვებს, 10 აპრილს გაავრცელა რამდენიმე მედიასაშუალებამ. -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.
Financial Times-ის წყაროთა ცნობით, გაუარესდა პრეზიდენტ ზელენსკისთან ბრინკის საქმიანი ურთიერთობებიც, რაც ბოლო ხანს უკვე აშკარა გახდა, თუმცა ეს არ ყოფილა ელჩის თანამდებობიდან მისი გადადგომის უშუალო მიზეზი.
ბრიჯიტ ბრინკის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული წყაროების თანახმად, ელჩზე მზარდი ზეწოლა იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ბრინკის მზადყოფნას მხარი დაეჭირა უკრაინისადმი მათი სტრატეგიისთვის.
თუ პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარება და ს სანქცირება და იზოლირება იყო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთთან მოლაპარაკებები და ურთიერთობის გაუმჯობესება გადაწყვიტა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და პრიორიტეტად მოლაპარაკების გზით მშვიდობის მიღწევა გამოაცხადა, თუმცა რუსეთისთვის სანქციები არ მოუხსნია.
Financial Times-ს თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში არ უპასუხეს შეკითხვაზე ტრამპის ადმინისტრაციასა და ბრინკს შორის არსებული უთანხმოების შესახებ. გამოცემამ კომენტარი ვერ ბრიჯიტ ბრინკისგან მიიღო.
რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებასთან ბრიჯიტ ბრინკის ურთიერთობის გაუარესებას, როგორც Financial Times-ი წერს, უკრაინის ოფიციალური პირების აზრით, აშშ-ის ელჩი მათ მიმართ ზედმეტად კრიტიკული იყო, განსაკუთრებით კორუფციის აღმოფხვრის ძალისხმევის საკითხში.
უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო ხანს შეიცვალა ბრინკის განცხადებებიც, რომლებიც უფრო პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს შეესაბამება და უკრაინის მიმართ უფრო კრიტიკული გახდა.
Financial Times-ი სოციალურ ქსელ X-ში ბრიჯიტ ბრინკის პოსტებზე დაყრდნობით წერს, რომ მან დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე 75 დღის განმავლობაში რუსეთის შესახებ 53 კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, ინაუგურაციიდან 75 დღეში კი – მხოლოდ 5.
4 აპრილს, მას შემდეგ რაც უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტმას დიდი მსხვერპლი მოჰყვა, აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა რუსეთი არ ახსენა სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მომხდარს ეხებოდა. ამ ფაქტს ბევრი უკრაინელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.
6 აპრილს, როცა უკრაინაში ეროვნული გლოვა იყო, ელჩმა ბრინკმა სოციალურ ქსელ X-ში უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას გამოხატავენ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად 20 ადამიანის, მათ შორის 9 ბავშვის დაღუპვის გამო.
ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აპრილში წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. იმავე წლის მაისში სენატმა ბრინკის კანდიდატურა დაამტკიცა.
უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრიჯიტ ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. 2018 წელს, ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა, “ქართული ოცნების” მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად. “ქართულ ოცნებაში” ამას უარყოფდნენ. 2011-2014 წლებში ბრიჯიტ ბრინკი იყო საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
ფორუმი