Freedom House საქართველოში ქართული ოცნების მიერ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებასა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
ორგანიზაციის განცხადებით, ამგვარი ნაბიჯები სულ უფრო აშორებს საქართველოს ევროპულ გზას. შესაბამისად, Freedom House ხელისუფლებას მოუწოდებს, “პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს” ქვეყანაში.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, რაც, ახლად მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანმიმართულ დასჯას გულისხმობს.
ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელ სტანდარტებს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე – ნებისმიერი ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.