Freedom House-ის ანგარიშით, საქართველო ელექტორალური დემოკრატია აღარ არის

Freedom House 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზეც არის საუბარი.
Freedom House-ის მონაცემებით, საქართველო აღარ არის ელექტორალური დემოკრატია.
ელექტორალური დემოკრატია გულისხმობს, რომ არის თავისუფალი და სამართლიანი, უზრუნველყოფილია ხმის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, ანგარიშის თანახმად კი, საქართველო ამ სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ V-Dem Institute-ის 2023 წლის ანგარიშში საქართველო ელექტორალურ დემოკრატიად იყო მოხსენებული. რაც შეეხება ამავე ინსტიტუტის 2024 წლის სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამსახველ ანგარიშს, აქ საქართველოს “საარჩევნო ავტოკრატიად” მოიხსენიებენ.
Freedom House-ის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ თემად გამოყოფილია საარჩევნო პროცესის დროს ძალადობა და აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით 66 ქვეყნიდან, სადაც არჩევნები ჩატარდა, 27 ქვეყანაში ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა საარჩევნო კანდიდატებზე თავდასხმა იყო.