France-Presse-ი: ღაზაში ისრაელის იერიშებს 45 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების მიუხედავად, 19 ოქტომბერს ს ავიაციის მიერ განხორციელებული თავდასხმებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ AFP-ი იტყობინება ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოსა და საავადმყოფოების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში თავდასხმა განახორციელეს ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ათობით სამიზნეზე. ისრაელი და ჰამასი ერთმანეთ ადანაშაულებენ აშშ-ის პრეზიდენტის, ს შუამავლობით მიღწეული ცხრადღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

„ღაზას სექტორის სხვადასხვა რაიონზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა“, – განუცხადა AFP-ს სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მაჰმუდ ბასალმა.

ღაზის ოთხმა საავადმყოფომ AFP-ს დაუდასტურა დაღუპულთა რიცხვი და განაცხადა, რომ მათ დაღუპულები და დაჭრილები მიიღეს.

ისრაელის სამხედროებმა AFP-ს განუცხადეს, რომ ამოწმებენ დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას.
მოგვიანებით, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღსრულება განაახლეს.

ისრაელმა და ჰამასმა 9 ოქტომბერს ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმის საპასუხოდ. ჰამასის მეთაურობით შეტევას ისრაელის სამხრეთში ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.

ფორუმი