France 24 – სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
France 24-ის ცნობით, სეულის ქუჩებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა, მას შემდეგ, რაც გუშინ სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ იოლის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები ვადამდელი ს გაუქმებას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ: „იმპიჩმენტი უსაფუძვლოა“.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს იმპიჩმენტი 14 დეკემბერს გამოუცხადა. იოლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება გუშინ, 4 აპრილს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.
იუნ სუკ იოლის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სუ გააგრძელებს.