France 24 – კოლუმბიაში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა

კოლუმბიაში -ის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მოძრაობა Congreso de los Pueblos-მა (სახალხო კონგრესი) გამართა.
მოძრაობის ლიდერის, ჯიმი მორენის განცხადებით, დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის, ს მემარჯვენე პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
„დამნაშავეები საელჩოს თავს ასაფეთქებელი მოწყობილობებით და ისრებით დაესხნენ. ოთხი პოლიციელი დაშავდა“, – განაცხადა ბოგოტას მერმა, კარლოს ფერნანდო გალანმა.
კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს ცნობით, აშშ-ის საელჩოსთან უსაფრთხოების დაცვის ბრძანება გასცა.
„საელჩოსთან პოლიციას სხვა უფრო რადიკალური ჯგუფი დაესხა თავს, რის შედეგადაც რამდენიმე ახალგაზრდა ისრებით დაშავდა“, – აღნიშნა პეტრომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!