France 24 – ვენესუელამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ორი თვითმფრინავი მიიღო

ვენესუელამ -დან დეპორტირებული მიგრანტების ორი თვითმფრინავი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.
„ვენესუელა ყოველთვის ნათლად აცხადებდა, რომ ვენესუელელთა ნებისმიერი გადმოცემა უნდა განხორციელდეს მათი ღირსებისა და ადამიანის უფლებების აბსოლუტური პატივისცემით“, – ნათქვამია ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ 190-მდე ვენესუელელის დეპორტაცია განახორციელა.
ცნობისთვის, აშშ-მა და ვენესუელამ აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ შეთანხმებას გასულ თვეში მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს