Fox News – რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.
მედიის თანახმად, -ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – წარმომადგენლების ორპარტიული ჯგუფი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს.
“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ინიციატორებად კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) სახელდებიან.
Fox News-ის თანახმად, რომელმაც ექსკლუზიურად მოიპოვა “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი”, აღნიშნული დოკუმენტი კრძალავს აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას “საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც მართავს ან ნებისმიერი მარიონეტი, ივანიშვილის რეჟიმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო”.
კანონპროექტის თანახმად, “არცერთ ფედერალურ ოფიციალურ პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არავითარი ფედერალური დაფინანსება არ იქნება ხელმისაწვდომი, რათა აღიარებულ იქნას ან სხვაგვარად მოხდეს შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებაზე” მინიშნება.
ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რომ მათ კომენტარისთვის “ქართულ ოცნებას” მიმართეს, თუმცა პარტიამ მათ მოთხოვნას პასუხი არ გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა