Fox News წერს, რომ დღეს აშშ-ის კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგნენ. ინფორმაციას Facebook-ზე Fox News-ის რედაქტორი ნანა საჯაიაც ავრცელებს.
კანონპროექტის ავტორები არიან კონგრესმენები: რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი.
ნანა საჯაია წერს, რომ მოპოვებული კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.
მისივე თქმით, აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, ქართული ოცნების მთავრობაზე.