Forvia-მ მომდევნო 5 წელში შესაძლოა 10 000-მდე სამუშაო ადგილი შეამციროს

ფრანგულმა ავტოკომპონენტების მწარმოებელმა Forvia-მ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა 10 000-მდე სამუშაო ადგილი შეამციროს, რაც დასაქმებულთა 13%-ია, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
ამან უნდა გამოიწვიოს წლიური ხარჯების დაზოგვა დაახლოებით 500 მილიონი ევროს ოდენობით, 2028 წლისთვის.
შემცირება განხორციელდება, როგორც პროგრამის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სწრაფად ცვალებად საოპერაციო პირობებთან ადაპტაციას, მათ შორის ევროპაში შიდა წვის ძრავის მანქანების აკრძალვას, ასევე ბიზნესის მოგებიანობის გაუმჯობესებას და ახალ მომხმარებლებთან მუშაობისთვის მომზადებას აზიაში.
კომპანია მოელის, რომ ადაპტაცია მოხდება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ამავდროულად, Forvia აპირებს „დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად“ შეამციროს აქტივობა შრომის ბაზარზე ევროპაში.

ასევე დაგაინტერესებთ